ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 18 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.93 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0613 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.37 თეთრით გამყარდა, რის შემდეგახ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3053 ლარს გაუტოლდა.

დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.