ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.42 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9934 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 2.83 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4065 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.