ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.83 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.053 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.23 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.293 ლარს გაუტოლდა.
დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.