ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0590 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.48 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.219 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.