ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.60 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0261 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი გამყარდა 0.43 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1934 ლარს გაუტოლდა
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.