ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკი ინფორმაციით, 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.43 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარს შეადგენს.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.09 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4993 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.