ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.21 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0957 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.79 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ევროს ღირებულება 3.4873 ლარს შეადგინს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.