ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0939 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.18 თეთრით გამყარდა, რის შედეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4946 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.