ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით გამყარებამ 2.89 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1751 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით 3.37 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს 3.8492 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.