25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.22 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2993 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.53 თეთრით გამყარდა და ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0420 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 მაისიდან შევა ძალაში.