პირველი ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარებამ 1.41 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2547 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9792 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.