ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

ლარის გამყარებამ 0.79 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,147 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1.4 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,7591 ლარს გაუტოლდა.

დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.