ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გამყარდა.  აშშ დოლართან მიმართებით გამყარებამ 1.72 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0828 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.10 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6371 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.