ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.87 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9480 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით 5.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3669 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.