დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.0068 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.3140 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3072 ლარი იყო.
ლარი ევროსთან მიმართებით 0.0029 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ღირებულება 3.9834 ლარი გახდა. დღეს 1 ევრო 3.9805 ლარი ღირდა.
დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.