ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
დოლარის გაუფასურებამ 0.19 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,1489 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,1 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,7601 ლარს გაუტოლდა.
დღევანდელი ვაჭრობით მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.