ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.15 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0972 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.44 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5017 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 17 დეკემბრიდან.