ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.13 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9544 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით 2.55 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3801 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.