ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.82 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0991 ლარს შეადგენს.
რაც შეეხებ ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.85 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4998 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.