ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0958 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.36 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4964 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.