ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.74 გაუფასურდა, რის შემდეგაც აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0008 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.48 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4113 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.