ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინოფორმაცით, 21 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.23 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2219 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 1.68 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5599 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.