ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.85 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0358 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 2.41 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3105 ლარს გაუტოლდა.
დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.