ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.45 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1197 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით 3.80 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7043 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.