ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 0.06 თეთრი შეადგინა, შედეგად, 1 დოლარის ღირებულება 3.1048 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევრო 3.6919 ლარი ღირს.
დღეს დადგენილი კურსები ძალაში ხვალიდან შევა.