ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი როგორც აშშ დოლართან, ისე ევროსთა მიმართებით გაუფასურდა.
დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1148 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით 0.11 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6817 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 2 სექტემბრიდან შევა.