ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1428 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.22 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.6519 ლარი შეადგინა.

დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.