ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1283 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.27 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5441 ლარს შეადგენს.

დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 3 დეკემბრიდან შევა.