ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 9 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.28 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4019 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა 5.58 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7360 ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.