ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკმა ახალი კურსი დაადგინა.
ლარის დოლართან გაუფასურებამ 0.68 თეთრი შეადგინა და მისი ღირებულება 3.21 ლარი გახდა. ევროსთან ეროვნული ვალუტა 2.60 თეთრით გაუფასურდა და 1 ევრო 3.48 ლარი ღირს.
ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.