ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1886 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1547 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.39 თეთრი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა – სხვაობამ წინა დღის კურსთან 1,6 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ღირებულება 3.7603 ლარს გაუტოლდა.

16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ეს მიმდინარე კვირაში უკვე მეორე ინტერვენცია იყო.

ბოლო კვირაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით. დაახლოებით 2-2%-ით გაუფასურდა.

ჯამურად მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 13 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც რეზერვებიდან 420 მილიონი დოლარი გაიყიდა.