ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.49 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 2.31 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5229 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.