ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.61 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.003 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 2.42 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4063 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.