ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.53 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0384 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 1.13 თეთრით, რის შემდეგაც, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1982 ლარს გაუტოლდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.