ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით – გამყარდა.

დოლართან გაუფასურებამ 0.28 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1143 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 1.19 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6805 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.