ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა.
დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებამ 0.12 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 1152 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1.51 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3.6691 ლარს გაუტოლდა.
დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.