5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.06 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6490 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6512 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3258 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2488 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 ნოემბერიდან შევა ძალაში.