ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1134 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.34 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულება. 3.5135 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 23 ნოემბრიდან შევა.