ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით აშშ დოლარი 0.15 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0789 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.35 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4853 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.