ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.29 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2219 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი გამყარდა 0.23 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5576 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.