ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0368 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი გამყარდა 6.32 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2473 ლარს შეადგენს.
დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.