ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.08 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0597 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი გამყარდა 2.09 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2157 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.