ლარი დოლართან მიმართებით გამყარებას განაგრძობს – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი გაუფასურდა 0.29 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0706 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.