ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან- გამყარდა.
ერთი დოლარის ღირებულება 3,4464 ლარი გახდა, რაც 0,02 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 0,01 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 4,1529 ლარს გაუტოლდა.
დღევანდელი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.