ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ევროსთან — გაუფასურდა.

ეროვნული ვალუტა დოლართან 0.63 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც 1 დოლარის ღირებულება 3.1175 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0.32 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3.673 ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.