ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა.
ლარი დოლართან მიმართებით 0.40 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1323 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0.25 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3.6623 ლარს გაუტოლდა.
დღეს დადგენილი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.