ლარი დოლართან 11.7 თეთრით, ევროსთან კი 7.8 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ინფირმაციით, 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 11.69 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1331 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 7.82 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5031 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.