ლარი დღესაც გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0637 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.27 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4298 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.