ლარი დოლართან მიმართებით დღესაც გამყარდა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 2.33 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3537 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.18 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0895 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.