ლარი დღესაც გაუფასურდა – ახალი კურსი

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება  3.1701 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  3.1613 ლარი იყო.  გაუფასურებამ  0.88 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.66 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ევროს ღირებულება 3.8523 გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.